
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის სომხური სექტორის, ქართული ენის მასწავლებელმა, გურამ მურმანიშვილმა, 1-ელ კლასში მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა, რომელზეც ერთობლივად იმუშავეს. მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში საინტერესო პოსტერი შექმნეს.
„გაკვეთილზე პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა, მათ სახალისო, საინტერესო აქტივობები და რესურსები შესთავაზა“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. პირველკლასელებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: