
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე, ფინანსურ აზროვნებასა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ.
ახლახან, მოსწავლეები, პროექტის - „ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა“ ფარგლებში, ხონის „ლიბერთი ბანკს“ ესტუმრნენ.
მოსწავლეებს საინტერესო მეგზურობა გაუწია ბანკის მმართველმა - გელა გოფოძემ.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, რისთვისაც მას სკოლაში მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით ბატონ გელას სკოლასთან აქტიური თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: