
დმანისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და სხვადასხვა კონფერენციასა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ინგლისური ენის მასწავლებელი მარინა სიმონიშვილი, რომელიც კონფერენციაში - „დიდი ბრიტანეთი- საქართველო“ მონაწილეობდა.
კონფერენცია 2 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა, ის ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს ეძღვნებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, განათლების მინისტრმა - გიორგი ამილახვარმა ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში აუცილებელია სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარება ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება.
მსგავსი კონფერენციების საჭიროებას სკოლაში ყოველთვის იაზრებენ.
იხილეთ ფოტოები: