
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებმა „ეტალონის“ განახლებული გუნდური ფორმატის კონკურსში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მე-2 ადგილი დაიკავეს.
რცხმელურის საჯარო სკოლის გუნდმა 178 წამში 79 ქულა მოიპოვა.
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატი ლენტეხში 5 დეკემბერს ჩატარდა. რესურსცენტრში ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ცოდნასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ.
იხილეთ ფოტო: