„როგორ ჩავიხედოთ ნივთიერებების შიგნით და დავამზადოთ მრავალშრიანი კოქტეილი“ -  პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
07-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, ფიზიკის გაკვეთილზე, თემაზე - „როგორ ჩავიხედოთ ნივთიერებების შიგნით და როგორ დავამზადოთ მრავალშრიანი კოქტეილი“ პრეზენტაცია ჩატარდა.

ბავშვებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. მოსწავლეებმა თემის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა შეასრულეს - ცდები ჩაატარეს და აჩვენეს, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც შეუძლიათ.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203