„ჩემი ოცნების გზა სიზმარია“ - მანდაეთის საჯარო სკოლაში გალაკტიონის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
07-12-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

IX - X კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაყვალა გოგოლაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს გალაკტიონის შემოქმედებითი საღამო - „ჩემი ოცნების გზა სიზმარია“.

მოსწავლეებმა გამოფინეს გალაკტიონის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები და მისივე გამონათქვამები. ისაუბრეს გალაკტიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. 

„ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მთხრობელები რომლებიც გვაცნობდნენ გალაკტიონის ოჯახს და  ბავშვობას; მოსწავლეები კითხულობდნენ გალაკტიონის ლექსებს, მოვისმინეთ მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსი - „მთაწმინდის მთვარე“. ისაუბრეს ოლიასა და გალაკტიონის მიმოწერაზე, მოგვითხრეს მათი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203