ხაჩკოვის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სახალისო საჩვენებელი გაკვეთილი და საზეიმოდ დაწყებული ქართული ანბანის შესწავლა 
07-12-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.

ქართული ენის მასწავლებელმა - ინა მანასიანმა ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი, რომელიც ბავშვებისათვის ანბანის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის ჯადოსნურ დასაწყისად იქცა.

ქართული ანბანის შესწავლა იწყება ფრაზით „აი ია“, ამრიგად მოსწავლეები საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, სამახსოვროდ მასწავლებლისგან დასაჩუქრდნენ სამკერდე ნიშნებით -  წარწერით „აი ია“. 

პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203