„პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული პიროვნების ჩამოყალიბებაზე“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა საინტერესო პროექტი
06-12-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტებით ხალისით სწავლობენ. პროექტების მრავალფეროვნებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, ხონის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „სარჩობელაზედ“ შესწავლის შემდეგ განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული პიროვნების ჩამოყალიბებაზე“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარებული კვლევის შედეგები და შეიმუშავეს „მორალურ-ზნეობრივი კოდექსი“.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლეილა ჯიშკარიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობებსა თუ პროექტებს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203