ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ბოლო ზარზე“ მასწავლებელმა ემოციურად მიმართათ
21-05-2018
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი გაიმართა.
მეთორმეტეკლასელები სითბოთი და სიყვარულით მიესალმნენ და სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს აღმზრდელ მასწავლებლებს.
მათ წინასწარ შედგენილი სცენარით სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარმოადგინეს.
განსაკუთრებით აღფრთოვანება გამოიწვია პირველი მასწავლებლის, ფატმან კლდიაშვილის მიერ მათთვის სკოლაში პირველი ნაბიჯების გახსენებამ და მომავალი პირველკლასელებისაგან შესრულებულმა ცეკვამ.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი, დირექტორის მოადგილე დავით რობაქიძე, დამრიგებელი დათუნა გოქაძე და პირველი მასწავლებელი ფატმან კლდიაშვილი მიესალმნენ და სკოლის დამთავრება მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს