კარწახის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეები სპორტული მიღწევებისთვის დააჯილდოვა
06-12-2023

„ჯანსაღი ცხოვრების წესი მუდმივად აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში. ყველა თანხმდება, რომ ჯანსაღად ცხოვრება არის გარანტია ჯანმრთელობისა და სიცოცხლის“- აღნიშნავენ სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში, სადაც ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ პედაგოგები, ამის მანიშნებელია მოსწავლეთა წარმატებებიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში. 

ახალქალაქში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები - სარგის პაპოიანი, თამარა საღათელიანი, ჰასმიკ დოხოიანი, ჰაიკანუშ დოხოიანი, ანნა ქეიანი, სტეფან აივაზიანი, ნორაირ აპინიანი.

სკოლის დირექტორმა, რომელიც მათი სპორტის მასწავლებელიცაა და დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებში, სასკოლო საზოგადოების წინაშე მადლობა გადაუხადა მათ და შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა. 

სკოლა კვლავაც გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას და ამ კუთხით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203