ფშაველის საჯარო სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებმა საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ეწყობა.ამჯერად, სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტორს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა გამართეს. მის მიმდინარეობაში სასკოლო საზოგადოების წევრები მონდომებით ჩაერთნენ.
სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის, ეროვნული გმირების შესახებ დეტალურად ისაუბრეს და მოსწავლეებს თემატური მცირე ფორმატის ვიდეოკლიპები უჩვენეს. მოსწავლეები თავდავცის სამინისტროს დაარსების დღიდან, დღემდე აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნულმა შეხვედრამ მოსწავლეებში დაინტერესება გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: