ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალისო ღონისძიებაზე კულინარიული შესაძლებლობები გამოავლინეს
06-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი, კულინარიული ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით, ადგილობრივი და ტრადიციული კერძები წარმოადგინეს. 

სასკოლო საზოგადოებას, თითოეული კლასი სხვადასხვა კერძით გაუმასპინძლდა, მეტიც ე.წ დეგუსტატორები მომზადების ხელოვნებასაც აზიარა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ბავშვებმა წარადგინეს ტრადიციული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და დღე ხალისიანად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203