
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს საინტერესო და სახალისო აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და წინასაანბანო პერიოდში მიღებული ცოდნა წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვნი სასწავლო პროცესი შესთავაზონ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები: