თელავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი, თვითმმართველობის თავმჯდომარე და პედაგოგი ლიდერი სკოლების ფორუმში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-12-2023
თელავის N5 საჯარო სკოლას მოტივირებული, აქტიური და წარმატებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს, რომლის წარმოამადგენლებიც არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის დირექტორი - ლია ლეშკაშელი, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე - საბა წულუკიძე და მოსწავლეთა თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი - ზეინაბ კაკალაშვილი ლიდერი სკოლების ფორუმში - „დემოკრატიული სკოლა“, მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, რისთვისაც სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ.

„დიდი მადლობა ქალბატონ მარინა უშვერიძეს და მის გუნდს, პროგრამის ფარგლებში, საუკეთესო აქტივობებში მონაწილეობის შესაძლეობისა და გაწეული შრომის დაფასებისთვის.
დიდი მადლობა თელავის N5 საჯარო სკოლის დირექტორს - ქალბატონ ლია ლეშკაშელს, სასწავლო ნაწილს - ნათია თათულიშვილს, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე - საბა წულუკიძეს, სკოლის მოსწავლეებსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძვანელ - ზეინაბ კაკალაშვილს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203