„ნარევების დაყოფის ხერხები“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა ქიმიური ექსპერიმენტებით გაჯერებული გაკვეთილი
06-12-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს ატარებენ.
მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ გამოამჟღავნეს თეორიული მასალის კარგი ცოდნა, უპასუხეს მასწავლებლის შეკითხვებს, დაამზადეს ჰომოგენური და ჰეტეროგენური ნარევები, შემდეგ კი დაგეგმეს დამზადებული ნარევების კომპონენტებად დაყოფის შესაბამისი ხერხები.
„ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი ვარაუდები, მასწავლებლის ინსტრუქტაჟის გათვალისწინებით ჩაატარეს ექსპერიმენტები, გააკეთეს დასკვნები“, - გვიყვებიან სკოლაში.
გამომჟღავნდა ლიდერი გუნდები, რომელთა წევრებმაც დავალებები სწორად გაანაწილეს. ამიტომაც, როგორც გვიამბობენ, მოსწავლეთა ჩართულობა გაკვეთილის პროცესში მაქსიმალური იყო.
ასევე მათ სწორად შეასრულეს ბარათებით მიცემული დავალებები და მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ბუნებისმეტყველების კათედრის, ხარისხის ჯგუფის და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გაკვეთილი საინტერესო იყო და მოსწავლეთა მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს