
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი სხვა სკოლების გუნდებს ცოდნასა და ინტელექტში შეეჯიბრნენ.
სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“, შესარჩევი ტური ჩატარდა.
თამაშში მონაწილეობდნენ, როგორც ცხენთაროს, ასევე აჯამეთის კორპუსის მოსწავლეები. თამაშის შედეგად შეირჩა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ლიზი მშვენიერაძე, მარიამ კვინიკაძე, ლუკა კოტორეიშვილი, ნინო ნებიერიძე, ქეთევან მუმლაური და დემეტრე კვინიკაძე.
სკოლაში დაკომპლექტებული გუნდი ზესტაფონში გამართულ ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები და მიიღეს ცოდნა და გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები.
თამაში, შემეცნებით-გასართობი მარათონის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის „EU4Georgia 4“ მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში წამოიწყო და რომელმაც მოიცავა საქართველოს ყველა რეგიონი.
იხილეთ ფოტოები: