
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ანბანს დიდი ინტერესითა და ხალისით სწავლობენ.
კლასში საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო, პატარები ასეთივე შემართებით აგრძელებენ ანბანეთში მოგზაურობას.
სომხური ენის პედაგოგმა, ლარისა აპოზიანმა, კლასში საჩვენებელი გაკვეთილი - „შეხვედრა ანბანთან“, ჩაატარა.
გაკვეთილზე კი, პირველკლასელებმა წარმოთქვეს ლექსები ასო-ბგერების შესახებ, უპასუხეს საგნის პედაგოგის მიერ დასმულ კითხვებს და მოისმინეს მოკლე მიმოხილვა სომხური ანბანის შექმნის შესახებ.
დღე ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და მრავალფეროვანი იყო.
იხილეთ ფოტოები: