იხტილის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს საინტერეო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ
06-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ბავშვებს მშობლიური ენის მასწავლებელმა - გოარ თოროსიანმა ეს დღე დღესასწაულად უქცია და სკოლაში ღონისძიება ჩაატარა.

​ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული იყო.

ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით აკვირდებოდნენ პირველ ასო-ბგერებს, რომელთა მოხაზულობასაც თავადაც დიდი მონდომებით ცდილობდნენ.

ამ დღისთვის ასევე პედაგოგმა საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ მორთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ აამაღლა.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203