„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა 
06-12-2023
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამჯერად სკოლაში აქტივობები შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით, ბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა მრავალფეროვანი აქტივობა გამართეს. მასში სასკოლო საზოგადოების წევრები, მათ შორის, სსსმ მოსწავლე მონაწილეობდა. 

აქტივობის მიზანი შშმ პირთა სპეციფიკური უფლებებისა და საჭიროებების შესახებ წარმოდგენის შექმნა იყო. მოსწავლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას გრძნობს უსინათლო ადამიანი და რა მნიშვნელობა აქვს მისთვის მითითებებს, რათა აქტიურად ცხოვრება შეძლოს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა სკოლის დირექტორ რომან ჯაიანს, სპეციალურ მასწავლებელ - სოფო ლიპარტელიანს და და სსსმ მოსწავლის მშობელს ინტერვიუ ჩამოართვეს. 

„ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები ჩვენ გარშემო მცხოვრები შშმ თანამოქალაქეების მიმართ. თითოეულმა მოსწავლემ გაითავისა, რომ რთულია იყო უსინათლო ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგრამ თუ მოინდომებ, ყველა ბარიერის გადალახვას შეძლებ. ყველას უფლებაა იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203