ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოწაფეები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღესასწაულზე დეკანოზ პავლე ცერცვაძის წირვას დაესწრნენ
06-12-2023

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა - დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა აღასრულა.

დეკანოზმა პავლემ (ცერცვაძე), დეკანოზ თომასთან (ლაცაბიძე) და დეკანოზ მირიანთან (რამიშვილი) ერთად, წირვა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

გიმნაზიის დირექტრომა ბავშვები დალოცა და მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203