
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ძალადობის პრევენციისადმი მიძღვნილი, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა.
სკოლაში, კვირეული 27 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ სამოქალაქო განათლების კლუბ „ბაზისთან“ ერთად ჩაატარა.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებაში გაავრცელეს პოსტერები და საინფორმაციო ბუკლეტები ძალადობის თემაზე.
მოსწავლეებმა, ასევე ჩაატარეს პრეზენტაციები ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი „ბაზისის“ წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კვირეულის მიმდინარეობაში.
აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის რეაქცია ერთსულოვანი იყო, მოსწავლეებმა ხაზგასმით მოუწოდეს საზოგადოებას: „არა ძალადობას“, „არა ნაადრევ ქორწინებას“, „არა ქალთა მიმართ ძალადობას“.
იხილეთ ფოტოები: