
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წელი საინტერესო გასვლითი აქტივობებითაა დატვირთული.
5 დეკემბერს, გიმნაზიის მგალობელთა გუნდი ძამას ხეობას ესტუმრა, სადაც გუნდის წევრებმა სხვადასხვა წმინდა ადგილი მოილოცეს.
ძამას ხეობას ისინი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით სტუმრობდნენ.
ბავშვებმა დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: