„მავნე ჩვევები და მათთან ბრძოლა“ -  ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გასვლითი ღონისძიება
06-12-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობასა და პროექტს ახორციელებენ.

ამჯერად, სკოლებთან თანამშრომლობის მიმართულებით, ხიზაბავრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ლ.მურადაშვილის, ინგლისური ენის პედაგოგის - ა.წიკლაურისა და ბიოლოგიის პედაგოგის ლ.დათაშვილის ორგანიზებით, მოეწყო გასვლითი ღონისძიება ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში. 

ღონისძიებაზე მათ ქართულ-ინგლისურ ენაზე პროექტი - „მავნე ჩვევები და მასთთან ბრძოლა“ წარადგინეს.

როგორც გვიყვებიან, პროექტში ორივე სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

აღნიშნულ დღეს სკოლაში ასევე მოეწყო გათამაშება, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უფრო ყურადღებით იყო ღონისძიებაში ჩართული, სადაც გამოვლენილ გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ.

„ღონისძიების შემდეგ ორივე სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოაწყვეს მეგობრული შეხვედრა ფრენბურთში, სადაც მეგობრობამ გაიმარჯვა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა დაახლოებას და საჭირო უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203