
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სწავლის სიყვარულს 1-ელი კლასიდანვე შთააგონებენ. პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვებს მოტივაცია აუმაღლონ და საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნონ.
ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ინგა მეტონიძე, რომელიც თავისი I ბ კლასელების მიმართ დიდი სიყვარულითა და ზრუნვით გამოირჩევა. მასწავლებელი მათ მუდამ მრავალფეროვან და საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს.
ამ გრძნობების გამოსახატავად პედაგოგმა ბავშვებს ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც ნათლადაა ნაჩვენები პედაგოგის გულწრფელი დამოკიდებულება მოსწავლეთა მიმართ.
„არის ხოლმე, როცა ემოციას სახელი არ აქვს. ის უბრალოდ უნდა შეიგრძნო“, - ამბობს პედაგოგი.
ის ვიდეოში, მოსწავლეებს თბილი სიტყვებით მიმართავს და მათ მუდმივ მხარდაჭერას ჰპირდება.
„ბავშვებო, უსაზღვროა თქვენი შესაძლებლობები. შიში არ არსებობს, გახსოვდეთ, შეცდომების დაშვება ტრაგედია არაა. უნდა გასწავლოთ საქმისა და ადამიანების ერთგულება“,- აღნიშნავს ის.
იხილეთ ვიდეო: