ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა ინგლისური ენის შთამბეჭდავი გაკვეთილი
06-12-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რაც მათ მოტივაციასა და განწყობაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, ლიანა მექვაბიშვილის სადამრიგებლო მე-3გ კლასის მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე ოსკაროსანი ფილმი - The English Teacher ნახეს.
გაკვეთილის თემა იყო - „ჩემი ინგლისურის მასწავლებელი“, ხოლო მიზანი იყო - მოსწავლეებს მოკლმეტრაჟიანი ფილმის ნახვის შემდეგ, საკუთარი პედაგოგის, ნასწავლი ლექსიკით, დახასიათება შესძლებოდათ. მესამეკლასელები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ უცხო ენის ცოდნა გამოავლინეს, მასწავლებელი დაახასიათეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ მათი ინგლისურის პედაგოგი ნანა მალაყმაძეა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს