თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები საშემოდგომო გამოფენაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
თბილისის N61 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასსხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, ბავშვთა ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. საგამოფენო სივრცე კი თბილისის N61 საჯარო სკოლის პატარა მხატვრების ნამუშევრებით შეივსო. მათი ნახატები მრავალფეროვანი, საინტერესო და შთამაგონებელი იყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათმა შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეები სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: