
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებში რთავენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 გ კლასის დამრიგებელი ანა ჯანელიძე თავის მოსწავლეებთან ერთად, მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდა.
მედიაწიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. სწორედ ამიტომ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ასაკიდანვე ბავშვებს განუვითარონ მედიაწიგნიერების უნარები.
„ასევე მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების სხვადასხვა ასპექტი ჩვენი სასწავლო კურსების სილაბუსებში შევიტანოთ“, - ამბობენ სკოლაში.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო შინაარსის ფილმებს უყურეს და გაეცნენ სხვადასხვა ლიტერატურას. ბავშვებმა მედიაწიგნიერების უნარები განივითარეს და პლაკატი - „ისწავლე რათა იცოდე!“ შექმნეს.
„მედიაწიგნიერება არის უნარი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი კვირეულები და აქტივობები მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცოდნას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები: