თბილისის N103 სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატება 
06-12-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანი“. 

ანსამბლის წევრები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიას. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ქორეოგრაფიულმა ანსამბლი ნოემბერში, ორ დიდ ფესტივალში მონაწილეობდა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სომხურ-ქართულ მეგობრობისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ფესტივალი Verdoyans cultural center-ისა და მისი ხელმძღვანელის არტურ ვერდოიანის თაოსნობით ჩატარდა. მეორე კი ქალაქ თელავში გამართული წმინდა გიორგის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი.

ორივე ღონისძიებაზე ანსამბლი თასით, დიპლომითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა, რისთვისაც სკოლის დირექტორის არჩილ ჩხაიძის თბილი მილოცვაც დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203