
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. ბავშვები პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტში დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის II-VI კლასის მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ეკატერინე ჩიტაური მსოფლიო მარათონს შეუერთდნენ. ისინი, პროექტში -„კოდის ერთი საათი“ აქტიურად ჩაერთნენ, სადაც წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მუშაობისას წარმოქმნილ სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდნენ.
„გილოცავთ ჩემო პატარებო და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
მსოფლიო მარათონი, დეკემბრის 5-11 რიცხვებში იმართება, თუმცა კოდის წერის საფუძვლების სწავლება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.
იხილეთ ფოტოები: