საჩინოს თემის N2 სკოლის მოსწავლეებს, საბუნებისმეტყველო საგნების ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით, გაკვეთილი არაფორმალურ გარემოში ჩაუტარდათ  
06-12-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

3 დეკემბერს, საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლებმა ჩაატარეს არაფორმალური გაკვეთილი ფიზიკის მასწავლებლის მამისა ფიფიას სახლში. გაკვეთილის თემა იყო - ღომის მომზადების ეტაპების დაფიქსირება.

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. მოსწავლეები მონაწილეობდნენ ყველა აქტივობაში - სიმინდის დაფქვა, გაცრა, გარეცხვა, მოხარშვა, ჩაზელვა, ამოღება და დეგუსტაცია.

გაკვეთილის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრაცია ყოფა-ცხოვრებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეები პოსტერზე ააწყობენ პროცესის თანმიმდევრობას და გაიაზრებენ, რომელ ეტაპზე რომელი პროცესი (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) არის წამყვანი.

„სწავლება კეთებით და არაფორმალური გარემო – ორი საუკეთესო მეგობარია ხარისხიანი განათლებისა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ფიზიკის მასწავლებელს გულითადი მასპინძლობისთვის. 

„მადლობა, მამისა მასწავლებელს მასპინძლობისთვის, მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის, მადლობა მოსწავლეებს აქტიურობისთვის!“,- აღნიშნავენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203