
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ისინი საერთაშორისო პროექტში - „ერთმანეთის კულტურის შეცნობა“ მონაწილეობდნენ, რისთვისაც დაჯილდოვდნენ.
ლალი მურადაშვილის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს: ნიკოლოზ ფარსარაშვილს, ანასტასია კაკალაშვილს, სალომე მესხს, ლაზარე მილაძეს, მარიამ აფციაურსა და მარიამ მესხს პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩემმა პატარებმა პატარა გულიდან დიდი სიყვარული საქართველოს ფარგლებს გარეთ გაუნაწილეს თანატოლებს“, - აღნიშნავს პედაგოგი ლალი მურადაშვილი.
როგორც პედაგოგი ამბობს, ამ სიყვარულით სავსე სიგელებით ისინი წახალისდნენ, რაც აუცილებლად სჭირდებათ.
სწორედ ამის გამო, მასწავლებელი ლალი მურადაშვილი Glory Future Foundation -ის დამფუძნებელს, საიდ ხანს, რომლის ფარლგებშიც პროექტი ჩატარდა, მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: