ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვლადი ჯინჭარაძემ ინგლისური ენის ოლიმპიადაში მაქსიმალური ქულა მოიპოვა
06-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორისაა მე-12 კლასის მოსწავლე ვლადი ჯინჭარაძე, რომელმაც ინგლისური ენის ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში ბრწყინვალედ იასპარეზა და მაქსიმალური ქულა მოიპოვა. 

პედაგოგები ვლადი ჯინჭარაძეს ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ მოსწავლეს, მისი წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვლადი ბეჯითი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი ახალგაზრდაა, ვულოცავთ და მომდევნო ტურში წარმატებებს ვუსურვებთ მას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვლადი ჯინჭარაძის პედაგოგი გახლავთ ლიანა ევგენიძე, რომელიც მოსწავლის ინტერესებსა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203