
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო-შემეცნებით ღონისძიებებში, აწყობენ ლაშქრობებს და გასვლით ინტეგრირებულ გაკვეთილებს ღია სივრცეში.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა სპორტის მასწავლებლის - მიხეილ ქშუტაშვილის და სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოაწყეს ლაშქრობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მოსწავლეებმა მოინახულეს არწივის ხეობა, ელიას მთა და ხორნაბუჯის ციხე.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა გასვლით შემეცნებით ექსკურსიაზე მოინახულეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თელის წმინდა გიორგის ეკლესია და ძველი ციხის ნანგრევები სოფელ თელაში. ასევე, დაათვალიერეს სოფელ მშვიდობიანში არსებული წმინდა გიორგის სალოცავი ეკლესია, რომელიც წარსულში ციხე იყო.
მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის გეოგრაფიისა და ხელოვნების გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა მოინახულეს ალაზნის ჭალის ტყეების სახეობრივი მრავალფეროვნება და მშვიდობიანის სანერგე მეურნეობა.
ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექცია ხელს უწყობს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებასა და სხვადასხვა აქტივობებში მათ ჩართულობას.
იხილეთ ფოტოები: