კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის გუნდებმა მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატება მოიპოვეს
06-12-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა მორიგ სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. 

აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 2 დეკემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში. 

ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ნიჭიერმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო უნარი.

გოგონათა გუნდმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი, ბიჭუნათა გუნდი კი - მეორე ადგილზე გავიდა. მოსწავლეებმა მოიპოვეს აჭარის პირველობაზე მონაწილეობის უფლება

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტულ სამყაროში გუნდური მუშაობა და თავდადებული შრომა არის წარმატების გასაღები.

„სწორედ, რომ ბევრი შრომისა და დიდი სურვილის შედეგი აჩვენეს დღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა. გილოცავთ ჩვენ გვჯერა თქვენი“,- აღნიშნავენ მართლმადიდებლურ ცენტრში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203