
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს დაწყებითი კლასებიდანვე უვითარებენ.
ამჯერად, სკოლის II-VI კლასის მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ეკატერინე ჩიტაური მსოფლიო მარათონში - „კოდის ერთი საათი“ ჩაერთნენ.
მარათონი დეკემბრის 5-11 რიცხვებში იმართება, თუმცა კოდის წერის სწავლება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.
მიუხედავად, ბევრი სირთულისა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავუ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მათ წარმატებისა და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წინსვლას უსურვებენ.
„კოდის ერთი საათი“ გლობალური კამპანიაა, რომელიც მასში ჩართულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: