მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის სკოლის მოსწავლეთა ღია ცის ქვეშ გამართული ფერადი ღონისძიება
06-12-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარების, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეთა მონაწილეობით, ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეთა შემოქმედებითობითა და შესაძლებლობებით დამსწრე საზოგადოება მოიხიბლა. ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის შთაბეჭდილებებით აღსავსე და დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203