გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
06-12-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს და წელიწადის ამ ულამაზეს დროს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის სპექტაკლი გაითამაშეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებით აქტივობებში ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმო-გასართობთან ერთად, ღონისძიებას ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი. მოსწავლეებმა წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203