
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს.
ხავეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა საზეიმო ღონისძიება „ოქროს შემოდგომა“.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მეორე კლასის დამრიგებელი ნეკტარ კარაპეტიანი.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. პატარებმა ხალისით გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს.
ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და დირექტორი ნორაირ აკოპიანი, რომელმაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის.
იხილეთ ფოტოები: