ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს შემეცნებითი შეხვედრა მიეძღვნა
05-12-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ.

სპეციალურმა მასწავლებელმა - ჯეირან კვირიკაძემ მოსწავლეებისათვის მოაწყო მოკლე ვიდეორგოლების ჩვენება, სადაც რეალური, ცხოვრებისეული მაგალითები იყო წარმოდგენილი. 

ვიდეორგოლების ჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის ფასილიტაციით მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანის უფლებაა თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.

შეხვედრის მონაწილეებმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია - თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველჰყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან თანასწორ პირობებში, შეძლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203