მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა თამარ მეფის ეპოქაზე პრეზენტაციები მოამზადეს
05-12-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მასწავლებელ ლენა უგულავას ხელმძღვანელობით, დოკუმენტური ფილმი - „თამარ მეფე“, ნახეს. მასში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ეპოქაა ასახული.

მოსწავლეებმა, ფილმის მიხედვით, პრეზენტაციები შემდეგ თემებზე გამართეს: საქართველო თამარის ეპოქაში; თამარ მეფე; თამარ მეფე და შოთა რუსთაველი და თამარის ეპოქის უტყვი მოწმეები. მერვეკლასელებმა მონდომებით იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„სიახლეთა შემცველი იყო თითოელი საპრეზენტაციო თემა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვებში კარგად არის განვითარებული კვლევა-ძიებისა და ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევები. დასასრულს, მოსწავლეებმა უყურეს დოკუმენტურ ფილმს - „რუსთაველის ნაკვალევზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203