
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყო და ასეთივე შემართებით აგრძელებენ მოსწავლეები ანბანის შესწავლას.
პირველი კლასის ხელმძღვანელმა - ჯულიეტტა იორდანიანმა, ჩაატარა შთამბეჭდავი ღონისძიება, მოსწავლეებმა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და ასო-ბგერების შესწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
ბავშვები ზეიმში გულმოდგინედ ჩაერთნენ, დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა კი, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და მონაწილეებს.
იხილეთ ფოტოები: