დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილი დაიკავეს
21-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა, სად, როდის“ წარმატებით იასპარეზეს. სკოლის აღსაზრდელებმა ინტელექტუალურ თამაშში მეორე ადგილი დაიკავეს და სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
თამაშში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქართული სკოლები მონაწილეობდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს