
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ინტელექტუალური თამაში წარმატებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის - EU4Georgia 4, მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში, წამოიწყო ერთწლიანი შემეცნებით-გასართობი მარათონი, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისს.
ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 2 დეკემბერს, ხარაგაულის 18 სკოლას შორის გაიმართა.
დიდი კონკურენციის მიუხედავად, გამარჯვება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეთა გუნდმა მოიპოვა.
გუნდის წევრები იყვნენ: კესო იჩქიტიძე, სიდონია ორლოვი, ერეკლე ყრუაშვილი, მარიამ გურგენიძე, ნინო კვინიკაძე და გიგი გაბუნია. მათი კლასის დამრიგებელი კი, დალი ხარატიშვილი გახლავთ.
გიმნაზიაში განასკუთრებით აღნიშნავენ პედაგოგის - ზეინაბ ბუაჩიძის შრომას. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის წლებია სათავეში უდგას ინტელექტუალური თამაშის მონაწილეების მომზადებას.
სკოლაში დიდი სიხარულით ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: