საოცარი ფერთა გამა და პოზიტიურ განწყობა - წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს
05-12-2023
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის ესთეტიკის კათედრის პედაგოგებმა გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში, კერძოდ, ნეკერჩხლების სამეფოში მოაწყვეს.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს და ემოციები შემოქმედებითი ნომრების საშუალებით გამოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ დრო ყველა მათგანმა ნაყოფიერად გაატარა, მათ წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს და შემოდგომას მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ. სკოლის დირექცია თითოეულ მონაწილეს, აქტიურიბისთვის, მადლობას უხდის.

„საოცარი ფერთა გამა დაგვხვდა ნაკრძალში, რამაც პოზიტიურ განწყობაზე დააყენა მოსწავლეები.
სკოლაში მობრუნებულებს ეზოში დახვდათ ულამაზესი შემოდგომის კუთხე, რომელსაც სტუმრები - მშობლები, ათვალიერებდნენ. ისინი აღტაცებას ვერ მალავდნენ. შემოდგომის ბოლო აკორდი ძალიან ხალისიანი და შთამბეჭდავი გამოდგა სასკოლო საზოგადოებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203