თივის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო ინგლისურენოვანი აქტივობა 
05-12-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი ინგლისური ენის პედაგოგი თეონა დაუდაშვილია, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობს. ამჯერად, მან სახალისო აქტივობა - მადლიერების დღე, ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ ინგლისური ენის მასწავლებელი მადლიერების დღის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. თეონა დაუდაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებსაც უპასუხა. თავის მხრივ, აღსაზრდელებმა ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203