
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტელექტის წარმოჩენას, მათში ზოგადი ცოდნის ამაღლებასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში შემეცნებითი კონკურსი - „საუკეთესო ბიოლოგი“, გაიმართა.
ინტელექტუალური კონკურსი მე-7 კლასში ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და საბრძოლო განწობით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ბოლოს, გამოვლინდა საუკეთესო ბიოლოგი მოსწავლე - დაჩი დავლაშერიძე, რომელსაც გადაეცა ენციკლოპედია და სიგელი.
კონკურსისი ბოლოს, ყველა მონაწილე მოსწავლე წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: