ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს გამორჩეულ, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რაც მათ მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. ამჯერად, სკოლაში ხელოვნებისა და ისტორიის მასწავლებლებმა ინტეგრირებული პროექტი - „არგონავტები“, განახორციელეს. პროექტში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები აქტიურად, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ არგონავტების პერიოდის „კოლხეთის სამეფო“ „გააცოცხლეს“. გარდა ამისა, ექსკურსია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მოაწყვეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა, პერფორმანსი დადგეს, ძველი კოლხური და ბერძნული სამოსის ნიმუშები მოირგეს და მეფე აიეტის, მედეა და იასონის როლები გადაინაწილეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა, ლეგენდის მიხედვით, ილუსტრაციები დახატეს და მასზე დაყრდნობით, ელექტრონული წიგნი - „არგონავტები“, შექმნეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: