მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება ნახუნაოს საჯარო სკოლაში
05-12-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღინისძიებით გააცილეს. 

ღონისძიება, სახელწოდებით - „შემოდგმა 2023-ის გაცილება“, 29 ნოემბერს ჩატარდა და მას ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი სოფიკო ცანავა ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პედაგოგები: დაწყებითების უფროსი პედაგოგი ლეილა ბაძაღუა, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლები: ელენე გაბეშია და ლია ბერია, ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებლები: მარინა ზარქუა და ნონა ცანავა, მუსიკის უფროსი მასწავლებელი რუსიკო ძიძიგური, უცხო ენების უფროსი მასწავლებლები: ინგლისური - თეონა წულაია და რუსული - სვეტლანა ქიქავა. 

ღონისძიებაში, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, რომლებმაც გარემო მრავალფეროვანი დეკოცაციებით გააფორმეს და შთამბეჭდავი სანახაობის მოწყობაში დიდი როლი ითამაშეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს სასკოლო სკეჩი, სიმღერები, ლექსები და ცეკვები.

მშობლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისას მომავალშიც შეიტანენ თავიანთ წვლილს. დღე დასამახსორებელი, ხალისიანი და მრავალფეროვანი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ  სურათების ავტორია ტექნოლოგიის უფროსი მასწავლებელი დავით პირტახია.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203