ქუთაისის N38 სკოლის მოსწავლეებმა „ბიჭი და ძაღლის“ შესწავლის შემდეგ საინტერესო კომიქსები შექმნეს
05-12-2023
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო, მამოტივირებელი და გამორჩეული აქტივობები იმართება. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლი“ შესწავლის შემდეგ, მეტად საინტერესო კომიქსები შექმნეს. ისინი დავალებას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს. 

მათ კომიქსებით ძაღლის თავგადასავალი გადმოსცეს და შემდეგ საკუთარ ნამუშევრებზე ისაუბრეს. 

„კომიქსების შექმნა სწავლა-სწავლების მამოტივირებელი მეთოდია. ნამუშევრებში ჩანს მოსწავლეთა კრეატიულობა“,- წერს პედაგოგი მ.კიკვაძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203