„პური ჩვენი არსობისა“ - საბუის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა
05-12-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ინიციატივებსა თუ პროექტებში. 

ამჯერად, 28 ნოემბერს საბუეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, შემეცნებითი კონფერენცია ჩატარდა, თემაზე - „პური ჩვენი არსობისა“. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციამ მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეები საინტერესო ინფორმაციით, ლექსებით და ინსცენირებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე, შემდეგ ნახეს პრეზენტაცია პურის ცხობის შესახებ.

საბოლოოდ, შეხვედრა „მრავალჟამიერის“ ჰანგების თანხლებით დასრულდა.

კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ელიზა კევლიშვილი, მაია მჭედლიშვილი და ნანა ზაალიშვილი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203